ზღაპრები მომიყევი


ზღაპრები მომიყევი,დედა,
როგორც ბავშვობაში,ძილისწინ,
ბოლომდე მოგისმენ,მენდე,
ტკივილებს გულთანაც მივიწვენ.

რამე მესაუბრე,გევედრები,
სანამ ძალა მაქვს და რომ ისე ვარ,
ასაკი მერევა,მეც ვბერდები,
მალე მთავრდება ოდისეა.

შიშსაც გავუძელი,ღალატსაც,
შიმშილს,გაჭირვებას,წყენას,ომს,
შენი სიტყვები მახსენდება,
,,ცხოვრებას ვერ ვსწავლობთო,ვერასდროს".

სოფელსაც ვერ მივხედე,მოვუყვები
ქალაქის მტვრიან გზას,მიზნამდე,
მამაჩემს ნურაფერს მოუყვები,
ხომ იცი,მამასავით,იდარდებს.

მიდიან,გვტკენენ,გვახარებენ,
სხვა გულით,რწმენით,სახარებით,
ცხოვრება შავ-თეთრი ზღაპარია,
შენი მონაყოლის,განსხვავებით.

ტკივილებს გულთან რომ მივიწვენ,
მთავრდება,ილევა დღე,
სულ ერთხელ დამესიზმრე,ძილისწინ,
ზღაპრები მომიყევი,დე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი