მ)შვიდი რიცხვი
(მ)შვიდი რიცხვია და ვეღარ ,,გამიტრაკებს", ჰალუცინაციაც, მკვეთრი გართულებით, ცუდად მოწმენდილი გდია იატაკი, ჭერზე,ჩამომხრჩვალებს გვანან,ნათურები. დრო ხან უჩვეულოდ არის,ჩვეული ან.. თითქოს მკურნალივით წლები მოარჩინეს, ობოლ ბავშვებივით მიტოვებულია, შენი ბიჭვინთა და ჩემი ოჩამჩირე. რაც ვერ შეიცვალა,მართლა ვერ იცვლება, ვინღა გემართლება,ანდა ვინღა მარტავს, ყველა მეცოდება,დედას გეფიცებით... ვინც ვერ გაბედა და ვინც ვერ მიღალატა. დღეა უკანონოდ,კანონზომიერი, ხან ტირიფი ვარ და ხანაც პალმის რტო ვარ, ისე მშიშარაა ზამთრის ღამეები, ძილში სიზმრები ყავს,ჰოდა,ამიტომაც... (მ)შვიდი რიცხვია და როგორც ჩვეულება, შენი არ მესმის და ჩემი უნდა გწამდეს, რასაკვირველია,ახლაც ჩვეულებრივ, ხელში დამიმთავრდა მთელი წელიწადი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი