უცენზუროდ
უცადე! ღამის რეისია,ძილგატეხილი, ხორცის ნაშალით სისხლს აიმღვრევს ღამით,მერეც ის.. ჯობდა,არ ჯობდა თვალები რომ ფართოდ ეხილა, სიზმრებს დატანჯულს,წყალს მოყოლილს,დედაშევეცი!.. ილევა დრო და ბინძურდება ქუჩა ლოთებით, ცხრაჯერ გაღებულ,გადარაზულ გულთან,მიტანით, უსმინე!როგორ გაყვირიან პატრიოტები, ექოებივით და ზურგსუკან დედას იტყნავენ. მთავრდება,რაც არ დაწყებულა,სხვების მაგივრად, სხვები იწყებენ,ამთავრებენ,ჰოდა,ბატონო, ვისი ხიშტია,ვისი ასო,ვისი ვაგინა, ალახმაც უწყის,ძაღლმაც ვინძლო,ვერ ცნოს პატრონი. მებრალებიან!ვინც გაუძლო რაღაც მისიას, განვეზოგადე მეგობრებსაც,ძირს რომ მითხრიან, ილაპარაკეთ,ისაუბრეთ,მე რომ ღირსი ვარ! პამპარამ პამპამ პარარირა,როგორც იტყვიან. უცადე! ღამის რეისია,ძილგატეხილი, ხორცის ნაშალით სისხლს აიმღვრევს ღამით,მერეც ის.. ჯობდა,არ ჯობდა თვალები რომ ფართოდ ეხილა, სიზმრებს დატანჯულს,წყალს მოყოლილს,დედაშევეცი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი