ნუ წახვალ


ნუ წახვალ,ამ თავსხმა ამინდში,დაიცა..
წვიმები გისველებს სხეულს და მონასტერს,
ოღონდაც ჩურჩულით ,,მიყვარხარ" მითხარი,
წასვლასაც მოასწრებ...

შიშველი ყელიდან გითრთიან,ვნებები,
ტუჩებით,ხშირად რომ ვუძლებდი,მოლოდინს,
ო,როგორ მინდოდა ერთურთი გვყოლოდა,
 ანდა პირიქით,ერთმანეთს,ვყოლოდით...

ზარები დარეკეს,ცა ისე ახლოა,
თვალებში წყენაა,გულში კი სევდები,
გვერდიგვერდ ვდგევართ და ერთმანეთს განვიცდით,
ვთბებით თან ვსველდებით...

დღეები მგონია მორჩნენ და დამთავრდნენ,
რომელიც ყოველთვის
გვწამდა და გვშვენიდა,
როგორღაც...რატომღაც ახერხებ მიზეზებს,
მიდიხარ ჩემიდან..

ნუ წახვალ,ამ თავსხმა ამინდში,დაიცა..
გავყვირი ზეცაში, ,,იწვიმოს მაღალო",
რომ აღარ წახვიდე,რომ აღარ დასრულდე,
შიშებმა დამღალეს...

აქედან მოსჩანან სოფლები და იქით..
ველები,მინდვრები,გზებია გაშლილი,
თვალებში წვიმები გისველებს მონასტერს,
ტირიხარ,ბავშვივით.

მანძილი,სიჩუმე,სუნთქვა და ჩვენ ორნი,
თავზე კი ამინდი,წვიმების მუქარით,
ვდგავართ თუ ვიდექით,ხვალ ასე მოვყვები..
ერთმანეთს რამდენი,რამე ვერ ვუთხარით.

ნუ წახვალ,ამ თავსხმა ამინდში,დაიცა..
წვიმები გისველებს სხეულს და მონასტერს,
ოღონდაც ბოლოჯერ მითხარი ,,მიყვარხარ",
წასვლასაც მოასწრებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი