ისეთი ცაა


ისეთი ცაა,ჩემს თვალებში ხშირად რომ ხედავ,
სიცილს რომ იწყებ,ჟინდამცხრალი, ,,არ დაგნებდები"-თ,
სეზონის მიღმა,არყის ბოთლზე გიტოვებ,კოცნას,
ნუ,უშვერ ტუჩებს დასალევად,გადაგედები.
ფანჯრის მინებზე აორთქლილან კადრებთა ხროვა,
ქუჩაში ვინძლო,გაბუტული წყვილი,ჩაივლის,
შენი თითები,შენი თმები,მეღვრება მხრებზე,
და სულს მითბობენ,მეტნაკლებად ცხელი ჩაივით.
საოცარია,არაფერზე ვიწყებთ,საუბარს,
იმდენი დროა,გაშიშვლებას მოასწრებს მეფე,
იმის ნაცვლად რომ,სიმშვიდეში აგიწყო ფეხი,
ირღვევა წესი,უსაშველოდ ძაღლები,ყეფენ.
ფლეიტა,კარო,დამსხვრეული რაღაც ნოტი და,
გუშინდელივით გავყვირივარ ,,არა ვარ კარგად",
წლების ქაოსში იბლანდება რაც იყო ჩვენი,
ან უკვე სხვისი,
იგივეა ვპოულობთ,ვკარგავთ.
ამოწურული ლიმიტები,სიშორის განცდა,
დაღლილი ქუჩის გამვლელი ვარ,ფხიზელიც,მთვრალიც,
ისეთი ცაა,ჩემს თვალებში ხშირად რომ ხედავ,
მაგრამ ამინდის პროგნოზს უსმენ,რატომღაც,მაინც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი