დაიცა
დაიცა... დღეები ისედაც ასწრებენ, სპექტაკლებს... წირვებს და... ქუჩებში ხეტიალს, დრო და დრო,ხანდახან, ხშირად ვწერთ წერილებს, ერთმანეთს.. ჩვენ ორნი.. რაოდენ მეტია. ოთახის კედლებზე ვისრუტავ სინესტეს... სიკვდილზე შიშებს და მაჯებზე კანაფებს, იცდიდი.. ითმენდი.. ტკივილით და მაინც, რატომღაც მუნჯივით მიყვები,არაფერს. მარტივით დაიწყო მარტი და... მარტი თუ... ატეხვა კატების მომხრე ვარ ჯეროვნად... და როგორც ასეთი,სუნია ქუჩაში, ყვავილის, რომელიც შენ უნდა გჭეროდა. დაიქცა... ქალწულებს დაადგათ საშველი, ხარხარებს... იცინის... ტრიალებს ორბიტა, აპრილი, მაისი, ჯანდაბას რა აზრი.. ისედაც არაფერს,არასდროს მოგიტანს. ბრედლოკი,სტამინა,აბები და როგორც, შეჩვევას შენსავით თავისი ფასი აქვს, ივსებს და იმატებს საწოლთან ლარნაკი, მჩუქნიან.. მიმოზებს... ტიტებს და ,,კასიაკს''. და იქ ცა, ლურჯია,შორი და თვალებით.. ბავშვივით მისმენდი,გწამდა და გჯეროდა, და როგორც ასეთი,სუნია ქუჩაში, ყვავილის რომელიც შენ უნდა გჭეროდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი