დედის წერილი


,,დე
,ჩამოდიო,მთხოვე,
რამდენი ცრემლი,მოსვი,
წვიმაში,ქარში,თოვლში,
მევედრებოდი,მოსვლას...

თბილად იცვამო? ღამით,
ფიქრით,სტანჯავდი მიჯნას,
და მიგზავნიდი მამის,
ნაქონ,გაცრეცილ,პიჯაკს.

რამე გიჭირსო,შვილო..
სულს აყოლებდი,ქარებს,
ზურგს შეგაქცევდა,ძილი,
ღიას ტოვებდი,კარებს.

,,ანწ ქორძირუნდე,ნიტე
თეშ მუს მუმალე,ღურა''
მოაფერებდი,თითებს
ჩემი ბავშვობის,სურათს.

მოგონებების კადრით,
ორღობე,ეზო,სახლი,
გიყვითლდებოდა დარდით,
ჩირად ქცეული სახე.

ღობეც წაიქცა ალბათ,
ალბათ ჭადარიც, მოჭრეს,
სხვა მიამბობდა ამბავს,
როგორ მოტყდი და კოჭლობ..

შარშანდელივით,შარშან
გიჭირდა,ყველა წელი,
როგორ უცდიდი,ლაშას
ციხიდან,ნაგზავნ წერილს.

ლექსებს აღარ ვწერ,მეფე
შიშველია თუ ცდება,
ვლოცულობ,შიშველ ტერფით,
ჭიანჭველებზე, ვდგები.

დე,არ იდარდო,ხმებმა,
შეჩვევა იცის,ხატის
წინ ნუ დადგები,სხვებმა,
იკითხონ,წერონ,ხატონ.

,,აზული'' ჭირის მსგავსი,
ემიგრანტების როლით,
შიშებით შიშებს ვავსებ,
რა ამოქოლავს,ჰოლებს.
 
ლეღვებთან წვეთი ქანცი,
დაღლილობაზე ნაჩვევ,
თვალებს,რა უყოს კაცმა,
მიწაც,უდედოდ,დამრჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი