სიცოცხლის სეცესია


ოთხი,სამი,ორი,ერთი,
როგორ გვეშინია ახლა,
აუ,გეხვეწები ღმერთო,
თავზე არ დაგვამხო სახლი.

სადღაც დაიკარგა ბედი,
ან რა მედარდება ამით,
პეპლის სუპს ამზადებს დედა,
ხშირად მემართები,მამა.

ხუთი,ოთხი,სამი,ორი,
სუნიც იგრძნობაც და მტვერიც,
ქარი არ მოუშვა,თორემ
სახლსაც აეხდება,ჭერი.

ასე ვიცხოვრებ და ლექსად,
გვიჭირს ნამცეცების დაგვა,
როგორ გვენატრება,სექსი
და ჩვენ ფანტაზიაც არ გვაქვს.

ექვსი,ხუთი,ოთხი,სამი,
გული შეკირული,თეთრი,
ღმერთო,გაგვითენე,ღამე,
ძირს ნუ გამოგვითხრი,ღმერთო.

უკვე მერამდენე წელი,
აღარც  არსაიდან გეზი,
ისე მშივრები ვართ ყველა,
ძაღლმაც მიატოვა,ეზო.

შვიდი, ექვსი,ხუთი,ოთხი,
ცოლი მაინც იყოს, შემრთონ,
ხშირად რაღაცას რომ მოვთხრი,
სიცილს ნუ დამიშლი,ღმერთო.

მარტო ოცნება,რა მეტი,
რაღა დავრჩები და მე ის,
ვინმე გადაწვავდეს, ნეტა,
ყველა მატარებლის რეისს.

რვა და შვიდი,ექვსი,ხუთი,
შიში,ჟრუანტელი,ჟრჟოლა,
ღმერთო რა შიმშილით გვხუთავ,
წელსაც არ მოისხა ბჟოლამ.

ოთხი,სამი,ორი,ერთი,
როგორ გვეშინია ახლა,
სანამ ცოცხალი ვარ ღმერთო,
თავზე არ დაგვამხო სახლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი