მე აღარ დამისხათ!
მანძილი ასიოდე,არც ისე, ღი-მილი... გაბუტულ წყვილების უადგილო,ტანგო ან დრამის ხმა, დამტვერილ ქუჩებში ღმერთებმაც დაგვტოვეს, მე აღარ დამისხათ! ჭერზე შიშინი...ხველება,სულერთია, ეპოქაც საეჭვოა,მყავდა თუ ვყავდი, სასაფლაოზე მოვუხშირე სიარულს ღამით, სხვები უყვარდეთ! დელ კაპო,მონჟე,როზალია,პერსონაჟიდან, ხშირად მკითხულობს,ვკითხულობ და თავზეც მაზიან, თუ დაბრუნებას არ აპირებს ის ქალი,მაშინ, მოუსვლელობის მიზეზებსაც.... რაღა აზრი აქვს. ქალაქი,ტრავიატა,ოდეკოლონის.. სუნია ხალხში,ისეთი რომ ფენას გაარჩევ, კაცი,რომელიც არასოდეს გავდა თავის შვილს, შვილი რომელიც არასოდეს.. ვგავდი,მამაჩემს. სეცესია,პარნასი,ავადვმყოფობ.. ანალ-გინები მოდაშია და გაზეთი, ერთჯერადად ნახმარი ქალიშვილები, პოეტებს არ მოგვყავს ცოლები,ასეთი. მანძილი ასიოდე,არც ისე, ღი-მილი... გაბუტულ წყვილების უადგილო,ტანგო ან დრამის ხმა, დამტვერილ ქუჩებში ღმერთებმაც დაგვტოვეს, მე აღარ დამისხათ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი