უსმენოთათვის


რა ქნან იმათმა,
ვისაც თქვენთვის ხელუხლელი
ტანზე შეეხო,
რა ქნან შვილებმა,
ვინც არ ელოდა 
დაბადებას ნაომარ სახლში,
ვინც შენმა მზერამ
ვერ გამართა ფართედ ბეჭებში,
და თავჩაღუნულს
სისხლი მხოლოდ ყელზე აწვება,
რა ქნან იმათმა
ვისაც შეეხნენ ხელის გულებზე,
თავპირის მტვრევით
ვინც გააგდეს ოქროს სუფრიდან,
ვინც ვერ გამხნევდა
სიყვარულით ანდა სიცილით,
და აბრეშუმის კაბიანმა
ლურჯმა კაცებმა,
რა ქნან ზარებმა
რომლებიც რეკენ,
და შვილებმა
რომლებსაც სძინავთ,
მამებმა რა ქნან,
ანდა დედებმა,
მათ ზურგს რა ვუთხრა,
არ შესრულებულ თორმეტ საათს
ვინც ელოდება,
რომ ძილს მიეცნენ,
მათაც რა ქნან 
უჭირთ გაძლება,
შენს მჭაქე სიცილს
და გამხნევებას აქვს ლომის ძალა,
ოღონდ ეგ ლომი
არ ეკუთვნის აღარც ერთ პრაიდს,
რა ქნან შვილებმა
დიდებმა რა ქნან,
ატყობ ეს მზერა
ვეღარ უძლებს მოჭიმულ სიცილს,
რა ქნან ტანებმა
ვინც კუნთს ტირილის ძალით ივსებს,
ვინც იმედოვნებს -
ეს ღამე გუშინდელზე ბნელი იქნება,
რა ძალა ასწევს სიმწრისაგან
გათოშილ ნიკაპს,
რა შეაერთებს მუდარიან პირს,
შენი სიმღერა არ მისწვდება
არც ერთ უსმენოს,
და უსმენოებს თვითონ უნდათ
ალბათ სიმღერა,
შენ რა შეგარხევს,
და შენნაირებს
რა აგზიდავთ დაწყობილ სარზე,
უნდა გასწორდეს დაპირება,
შენ თუ ვერ მძლიე
ჩემნაირად ცუდად იყავი,
შენს უანგარო კეთილნებით
ნაწრთობ ფიგურებს,
არ ელოდება
ვისაც ტანზე შანთით შეეხნენ,
ვისაც არ სწვდები შენი ენით,
მათი ენები ნამყოფია ათას მკლავებზე,     - და რა ქნან ახლა, პირაკრულებმა?
  სხვაგან იყურები
- და რა ქნან პირაკრულებმა, იყვირონ?
- არა!
- აბა რა ქნან?
  შენგან სიჩუმე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი