ხელს ნუ გაიშვერ
ხელს ნუ გაიშვერ, მანდ შენი მოდგმა დგას ღია პირით, უცდის ზამთარში თოვლიან მტვერს დასაპურებლად, ნუ ერკინები, შენზე დიდი დგას აქ ხარაჩო, და ფილტვებს ბერავს იმპერიის მწვანე გომბეშო, ხელს ნუ გაიშვერ მომავლის გლახა, უნდა დაზარდოს იმპერიამ ათასი შვილი, და ის ათასი, მოედება მთელ სახელმწიფოს, ათიათასჯერ ათი ზარდოს მწვანე გომბეშომ, ნუ ერკინები ხმელი ხელით ოქროსფერ ჩანგალს, შენ ჭამე ყუა - ცივი შოთის, და ვინც შეირგებს იმის იყოს მინანქრის ტორტი, შენი შვილი კი ღია პირით, ელოდება თოვლიან ზამთარს დასაპურებლად, თვენ არ შეგშვენით დანაყრება, ამ მეტად ობლებს, სახელმწიფოსგან მორჩენილი თეფში გერგებათ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი