შენი ყვავილები
შენზე გულატკივებულს, რადგან არ შემიძლია გაგრძნობინო ახსნილი სიყვარული, შევეცდები მოგცილდე მაშინ, როცა დავიწყებული მექნება შინის გზა, და ასე უკანასკნელ არჩევნად დატოვებული, თეთრეულში გახვეული გოლგოთა, წმინდანად, ვარდის გზით შემომიყვანს და დამამკვიდრებს შენში, უკითხვაპასუხო სამყაროში, სადაც ცვალებადი ამინდი არ აშინებთ შენთვის საყვარელ, ოდნავ ფერგასულ მცენარეებს და მათ კვირტებს, ხოლო მეც, შემეძლება მოვრწყა ისინი, ზედმეტი ან დაკლებული წყლის გამო საყვედურის შიშის გარეშე, რადგან ჩემი სახეც იქნება როგორიც მათი, ერთჯერადად მოვლენილი, ერთი ხასიათითა და უნარით გაჩენილი, შენს გოლიათურ ძალასა და სიკეთეზე დამოკიდებული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი