თვითმფრინავები და მანქანები
ლამის თვითმფრინავი დამაჯდეს შუბლზე დილის ექვსზე, ხელუხლებელი და შორი, მძიმე მაგნიტივით ადევს ღრუბლებს იქნებ მოფრინავდეს სინგაპურიდან, ტაშკენტიდან ან ბათუმიდან, ყველა თბილისის ზღვას გადაუფრენს ჩემს სახლთან ახლოს, და დაღლილ მგზავრებს ჩამოფერთხავს ცივი ტრაპიდან ხან მოტოციკლის, ხან მანქანის და თვითმფინავის ეს ბოხი ხმები, არაფერია სიჩუმის მზარდ და გამხეთქავ ბწკართან, და ეს სიჩუმეც მათი გასვლის შემდეგ იგრძნობა, ჩასაფრებული კოიოტივით, მხოლოდ ბრაზს უშვებს იმათ თანხლებით და წამოდგება გოლიათივით ისევე ნელა, ყველა ხმაური, წყლის დუღილის, ჩაის მორევის, კარის გახურვის, და ავტობუსის ჭრიალით გაჩერების ჩვეული რიტმი - სიმფონია ვიღაცა ზანგსაც ასწავლიდა მუსიკას რელსზე, ნელა და მძიმედ მიმავალი მატარებელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი