გამოდარებას


კვლავაც ბუნებას მოუწია დარტყმის აღება,
რომ შენს რბილ კანზე ცივ სიოებს არ დაექროლა,
კვლავ შენზე ფიქრში დაიგლიჯა ხემ ნაფოტები,
ისევ ხავსები ამოდიან შენს რბილ ლოგინად

მივსდევ ციურად ფერებ გაშლილ - დიდ შემოდგომას,
იმედი ახლით რომ გაზაფხულს რიგი მოუვა,
საიდან ფიქრი და დავადება ვერაფერს ვხვდები,
მეეზოვეებს ჩემს ქუჩაზე ცოცხებით ჰგვიან

ყველა ამ ადგილს შერჩენია შენი ფორმები,
როგორც კედკლების კუთხეებზე ნაფლეთი ქსელი,
წვიმისას წვეთზე დაჰყოლი მძინარე სხივი,
შენს შეუმჩნევლად ყველას შენსას ღიმილს ველევი

აქ შარშან ზაფხულს ანდაც მის წინ ზუსტად ვინ იცის, 
რომ ჩემს სახლისკენ ბილიკები არასდროს სდუმნენ,
ცივად ნაღები ეს კედლები ბრაზისგან სკდება,
და მე თებერვალს ჩემს დაბადების ხუთ რიცხვში ვკვდები

ადრესატია ამ წერილის ყველა სეზონი,
სულ ყველა დარდი ივლისში ცხელი, 
იანვრის ცივი,
შენში ზაფხულის თბილი სიო ვერაფერს ხდება,
და ჩემში ისევ ქარებია,
დილაა მარტის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი