სამშობლო - ნიანგი
ჩემო სამშობლო, არა მართალო, და მთავ, არა მზესთან შენაგებო, ნალეწი ზურგით ვუმასპინძლებ გამოხსნილ ხელებს, და გახსნილ მუცელს მივაგებებ პურის თესლსა, და ყვითელ საცერს გზავ და ტრასებო, შავო ზღვაო, ჩემთან არ მოაქვს ჭეშმარიტება, არც ერთ ჟანგიან ტალღით ნარეცხ აბრეშუმის გემს, და თქვენი შველაც, უმასპინძლებს ალბათ სხვა ყველას, ოღონდ მე არა ოღონდ მე არა, არ მომყვება სწორი სიტყვა, მე ვდგევარ მრუდში, და დაზელილი დღეებიდან სჩანს მხოლოდ წვიმა, და ძილიანი მძიმე ღრუბელი, მიერთებული კათეტერში მიდგას ბრმა ტყვია, მომლოდინე ვარ დასასრულის, არა მყავს მომსწრე ვარ ხორკლიანი, და გლუვი კანით მოფერება არ შემერგება, მე ვარ დარაჯი, ბნელ დერეფანში დავსდევ ნიანგებს, ხორცს თუ გაგლიჯავს ვემგვანები ნაბრძოლ აფრიკელს, შიში ამიყვანს დედასავით, არ დამიმშვიდებს დაგლეჯილ გულს შენ გიმასპინძლებს ბედნიერების მშვიდი ნათლია, მე მომლოდინე ვარ დასასრულის, და შევესწარი უფრთო დღეებს, მიცდის ბრმა ტყვია, ბნელ ოთახში კი შუბლზე მადევს წითელი შუქი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი