არა - თავისუფლება
არა სამშობლო, არა ქრისტე, ლურჯი ზარებით შეკაზმული თაისუფლება, მადგას კეფაზე, ვათრევ ცისკენ, ცაში რად მინდა თანაც ვფიქრობ, თავისუფლება ირწევა შენგან დაშვებული ზარი, დინება, და სჩანს მბრუნავი წისქვილიდან დაფქული ტანი, არა ღირსება, არა ქრისტე, თავისუდლებას მარად არიან მკვდარ ფურცლებზე ისტორიები, და შენც მკვდარივით მაჯა გიდევს დაცემულ გულზე, არა დიდება, არ ითქმევა გუშინდელი დღის, თუკი გუშინდლის, არაფრად ღირს გამეორება ცაში არ მინდა, გავარდნილი თავისუფლება, ჩემი ბორკილი, ჩემი ძალა ფსკერზე იცნობა, არა დიდება, არა შლეგი, თავისუფლებას ძირს შორიახლოს მიცდის ნახირი, და მათ გულებზე მღერის ზარები, ვარ მენახირე, არაა ჩემი არც დიდება, არც შლეგი და ფსკერზე იცდის, ტალღების ქვეშ - თავისუფლება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი