თეთრი პალტო


შენი თეთრი პალტო არავისას ჰგავს,
ის ღვთიურია და ცხელი,
ღვთიური რადგან უმსგავსოა,
მაგრამ ნაცნობი,
შეჩვეული და გაქექილი,
არა მზისგან, 
არა ნაწვიმისგან,
არამედ ათას სახლში დაკიდებისგან,
ახლა ის შენ გაცვია,
არა მოხდენილად,
არა მორგებულად,
არამედ რადგან სხვა ყველა უკვე სხვებმა მოირგეს,
ალბათ გეზიზღება როგორც საკუთარი თავი ისე,
და უფრო მეტად,
რადგან ის უფრო შესაცოდია,
რადგან შენ უმისოდ შიშველი,
იქნებოდი გიჟი, აგეკიდებოდნენ და მოგწვდებოდნენ,
ხელებზე ჩაგევლებოდნენ,
ჩაუცმელად გაგხდიდნენ,
უკან დაბრუნებულს კი სირცხვილით მოგიწევდა დათანხმება,
თეთრ პალტოზე, რომელიც არაა შენი,
უმსგავსოა, მაგრამ ნაცნობი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი