ძაღლი ქუჩიდან
გუშინწინ ღამით, სეირნობისას, უგონო შემხვდა ცალყურა ძაღლი, უგონო იყო, მოჭრილი კუდით, ვერ მიცნო, ვერც მე ვიცანი მაშინ უკვე მინახავს ათასი წლის წინ, ჰქონდა ყურებიც, კუდიც, ალბათ ჯერ მაშინ ლეკვი იყო, და ჰქონდა ძვლები გადამალული რომ გამცდა გვერდით, გავუჩინარდი, ვერ მიგრძნო ახლოს რომ ჩავუარე, არ დამინახა, იქნებ ეძებდა დაფანტულ შვილებს, რატომღაც გზასთან, და მანქანების სიგნალები არ აშინებდა თავი მოხუცი ქალის ჰქონდა, იაპონელი გეიშა ქალის, სახის ხმელ ბეწვზე პუდრა ეფინა, მზერას უგავდა თითქოს უკვე ნანახი ჰქონდა, უცებ მოსული ორი ფარი შუაღამისას რომ შევხებოდი დაეშლებოდა ალბათ ტანი, თვალებზე აპკი გადაკვროდა, ვერ შემხედავდა, მშრალ ცხვირში შემიწოვდა, და დავრჩებოდი მეც, მის გვერდში, ნაგვის ურნასთან ახლომახლო, დაბეგვილ ტანში გუშინწინ ღამით ვნახე უჯიშო, უგონო ძაღლი, ქუჩის ბოლოდან გამოვხედე, ტანს მიაქნევდა ზვიგენივით, მოქნილად - ნელა, ეძებდა შვილებს გზასთან ახლოს, და მანქანების სიგნალები არ აშინებდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი