იქნებ ჩემი ძმა - ტარაკანი


გუშინ მომიკლავს
ტარაკანი აბაზანაში,
ხმელფეხა და უკისერო,
პლასტმასის ზურგით,
არტილერია
და შავი კუბი,
უგზო ტარაკანი

ალბათ შენც გყავდა,
ცოლი და შვილი ათიათასი,
პირველი დღეა,
არ ჩაგესმის მათი ჩხრიალი

უგზო ტარაკანო,
იქნებ დედაც გყავდა,
და მამაც გყავდა,
იქნებ ძმაც იყავი ჩემი,
უსისხლო და ხმელფეხება,
ნეტავ მუხლი გქონდეს
და თავი მედოს,
დავიტირებდი შენს გარეშე ჩემს გადარჩენას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი