***


სადღაც შორს
შენგან,
დაირწევა სიცოცხლის ხიდი,
ხიდი რომელიც
ვერ დაგიტევს გვერდით დაგრჩება,
ახლა ამ გრძნობას
ვერ მოარგებ ვერცერთ სიმღერას,
დაიხა ბუდე
შიგნით ყრია ქვა და ქიმერა,
ხედავ?
სამყარო ემსგავსება
საკუთარ სახეს,
და მოინგრია უკვე ყბები
თალხით ისვრება,
ბებერი ხელით ახლა იწყებს
აკვნის დარწევას,
და ძუძუმტედ გყავს
უხელფეხო მოხრილი გველი,
შევატყვე ხარბად შენი
გული სვამს ჩემს სიმწარეს,
და ამ სიმწარეს ფასს ადებენ
ბრიყვი თვალები,
გრძნობა აუტყდა მოუთოკავ
იანვრის ღამეს,
თითქოს თებრვლის
სუსხიან ქარს იხმობს საშველად,
ატყობ შენს ზურგზე დაიფერფლა
გოროზი შუქი,
ჰგევხარ შუქურას
მიუგნებელ ოკეანეში,
ირწევა ხიდი - უკვე მზად ხარ
საკურხევლისთვის,
ამათ ძილს უფრთხობს
მაგ მაჯიდან დატოტილი
სიმების რხევა,
შენზე
ოცნება დამავალეს მძიმე ხელებმა,
ათასი ნატვრა შენს ერთ ძილში
უჩინარდება,
სახელს შემირჩევს ცხენის
ტანში ჩადგმული კაცი,
ისევ სიყვარულს იძახებენ
თავის საშველად,
არა თუ გვინმა მეჩვენება
სუნთქვა მეკვრება,
და შენს თეთრ ზურგზე
იფერფლება გოროზი შუქი,
ჭექა-ქუხილმა ბავშვობისას
დამიფრთხო ძილი,
და ამ ფხიზელ თვალს
გულში ვიტნევ ძილს არ ვაკარებ,
მათრობელ ნაპირს გინდა 
ოქროს ქვებით მონაფერს,
დაფარავს ქაფით აღელვილი
ცხრათვალა ტალღა,
ახლა შორიდან
ისმის მგელთა კვნესა ღიალი,
და უნებურად მიყოლიებს
ეჭვები შენზე,
სილუეტში გაქვს გახვეული
ასფერა წელი,
და საიდუმლოს მხოლოდ
მზის შუქს თუკი გაუმხელ,
არ შემიძლია კვალში ვდიო
უსულო ცხენებს,
მათ ზურგის ნაპრალთ
მწამებელი ეპატრონება,
დაიტბორება შენი თმები
და ზღვა გაჟონავს,
მაგ თვალების წინ დაიხევა ქიმერას ბუდე,
შენ ხარ სიმწარე დაუღლელი
ბოროტებისთვის ,
გთხოვ დაუბერე შენი სულით
ძილი დააფრთხე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი