სიჩუმეს ახლა, რაღაც ეპატრონება


ვგმობ რომ სიჩუმეს
ახლა სევდა ეპატრონება,
და სიტყვა ძუნწ საღამოში
დარწეულ ბაგეს,
იმორჩილებს სირცხვილის შიში

ნატვრაა თუკი? -
ღილს შეიხსნის ახლა ქარაგმა,
და დაუყვება შენი თმიდან,
ტერფამდე მანძილს

ხელის ცეცებით სიბნელეში
ატმის რტოს ვეძებ,
მაგრამ ბნელიდან ვიგრძენ ჩემი,
აფთრის ფიგურა

ყრუთა წინაშე,
მოუთმენლად ხვნეშის დუმილი,
და მაგიდაზე თითებს ადნობს
სიყვარული

ახლა გრძნობაა ჩვენ ორს შორის
ბამბით შებმული,
რომ მინდობილნი ვართ ბნელ ოთახს,
და ორივენი ველით ფარდის ქარით შერხევას

ვგმობ რომ სიჩუმეს
ახლა სევდა ეპატრონება,
რომ სიბნელეში,
გიმორჩილებს სირცხვილის შიში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი