***


როგორ დავიძახო
რომ ვარ ხელოვანი,
შენს გვერდით,
და როგორ ვზიდო ეს სტატუსი
ისე,
რომ თიაქრები არ მიჩნდებოდეს,
როცა შენი ყველაზე დიდი ხელოვნება
ბავშვის აღზრდაა,
და ამასაც კი,
ხელოვნებაზე უარის თქმას ეძახი,
ვფიქრობ უფრო გრაციოზულ ნაბიჯს
მე ვერ გადავდგამ,
და მომიწევს თიაქრებივით
ავიტანო შენს გვერდით მდგომმა
ხელოვნის სტატუსი,
სრულად უსამრთლოდ
მაგრამ ძნელია,
მეტადრე 
ჩემი აჩემება მოითხოვს სახელს,
შენ კი აჩემება სულ დაივიწყე,
და ახლა შენი შემოქმედებითი
უნარებით,
უმკლავდები ყველაზე ცოცხალ 
ჩვენს შვილს,
დიდზე დიდ გოძილასა 
და მშვიდზე მშვიდ სიყვარულს,
და შეგიძლია მაგ სუსტ მკლავებში
აქცევდე ამ ორ სამყაროს,
შეერთება განცალკევებით,
სახმაურო სათამაშოებით და პლასტმასის ტანკებით,
სკამებითა და თეფშებით
ახმაურებულ ოთახს, დაუბრუნო თავის იერი,
დაამარცხო ყველაზე შავი ბრაზი,
უშუქო ოთახში მთქნარების სურვილი,
დიდზე დიდი გოძილა
და მშვიდზე მშვიდი სიყვარული,
განაცალკევო,
და ერთად შეკრა,
თანაც არ თქვა
რომ ხარ ხელოვანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი