წამიერებას და აწმყოებას
დაბადება წამიერია, ჩაის კოვზზე შაქრად დაბადება, და ცხელ ჩაიში მორევა, დაბადება მდუმარებით თანდასწრებული, და სიტკბოებაც დაბადების წინაპირობად, წამიერია შემდეგ კი დაუსრულებელი ნაბოდვარი, სილა შემოყრილი კანით გაზრდა, ნაწიბურების ამოკბეჩა, ხოხვით სიარულიდან ნახტომში ტანის გამართვამდე, ყველაფერი დაუსრულებელი წამიერებაა ეს! კბილებშუა გაჩრილი მწვანილობელა, როგორ მეჭიდება და რაწამს ენას გამოვკრავ, გადაეშვება შავ უფსკრულში, და წამიერად იქნებ ორივემ ვიგრძენით შვება, შემჩნეულები ვართ! სიჩუმე! სიჩუმე ვიმეორებ, გქონდეს იმედი ჩემი გვერდში დგომის, რა წამს სატანჯველი შენს ტანს გადაწონის, ხელით მოგეშველო უნდა, ბეჭით მოგეშველო უნდა, გინდა იმით მოგეშველო შენ რომ ძალიან გიყვარს, ოღონდ მითხარი, რომ წამიერად ჩემი სახელი წამოიყვირე, წამოიყვირე კი არა, წამოიყმუვლე აუუუუ..! შენს სახელს დავურთავ ყმუილს, და მთვარის შუქზე ბალანს დავიკონებ ლაჯებზე, ოღონდ შენ ჩემი სახელი წამოიყვირე, წამოიყვირე! წამოიყვირე კი არა წამოიყმუვლე, და წამიერად შენს ჩაიში შაქრად ჩავიღვრები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი