მზად ხარ, ღამისთვის
იებითაა გზა მოფენილი, მუქი იებით, შენ კი, მზად ხარ ღამისთვის, როგორც არასდროს, კუჭავ ქუთუთოებს, და ზურგზე იფენ მთვარისფერ ბალიშს ნაქსოვ კიბეებს მიუყვები, გულივით გწყდება ტუჩებიდან წვიმის წვეთები, მოგონებების ჩანთას ქექავ, ეძებ ტაბლეტებს, გრძნობების ნაცვალს გზას გინათებენ, შენგან ნარეკლი ჩუმი შუქები, ემაოსელნი, ხელებს გიწვდიან, შენ კი ჯიბეში ღრმად ჩაყოფილ, მაჯებს უჩვენებ მოგონებების წარმოსახვაში, რიტუალები და მთქნარებები, არ განებებენ, და დგამ ნაბიჯებს, ნაბიჯის ხათრით, ითვლი სტროფებივით, გავლილ სიმარტოვეს ქურდის მტევანივით შეუმჩნევლად, მოდის შუაღამე, ამობრუნებული ჯიბეებით, და მაჯაზე, ფერადი ცხვირსახოცით, ქუჩას უყურებ, უხმო პირიდან, შრიალებს ენა, ჩუმად, და კიდევ უფრო ჩუმად, ეპარები ნისლისფერ სათქმელს მზადახარ ისე, როგორც არასდროს, ამ ღამის ბეჭზე დასაგორებლად, ფუნდურას ქოლგით ემალები, ყველა დანარჩენს, გაქცევას კი არ, არამედ ჰგავს სარკის ყურებას უცვლი ემოციებს, ბინდში მომავალ სახეებს, და სხვადასხვა ფერის ქუდებს ახურავ, რჩები უცვლელი, ყველა შემხვედრი მზერის წინაშე, ორივე მუშტში, გაქვს სანთელი, და ცხელი წვენით გენამება, ცივი თითები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი