ჰაერში
მაღლა ცაზედ დაჰქრის ჩიტი, გაუშლია ფართო ფრთები, მას ნიავი ეფერება, გადალახა თოვლის მთები. ქვევით ტყეში ხეზე მჯდომი მერცხალია დამალული, ამ ჩიტს უმზერს წყნარი თვალით, თუმცა სევდით უფეთქს გული. ჩიტს შიში აქვს ცად გაფრენის, უძღობია შიშის მადა, ვერ გაბედა ფრთების გაშლა, წუხს, რომ ასე დაიბადა. უცებ ჩიტმა გაიგონა ხედ სრიალი ავი გველის, ჩაიხედა, დაინახა, მას საჭმელად გველი ელის. ჩიტი მაღლა ხეზედ ძვრება, გველი კუდში გამოჰყვება. ხის წვერს ჩიტმა მიაღწია, სად წავიდეს ვეღარ ხვდება. გველი უკვე ახლოს არის, მალე ჩიტსა ლუკმად აქცევს, ჩიტი ჭყავის, თუმცა კვნესით ავსა გველსა ვინ გააქცევს?! და მერცხალი უცებ ხტება, გამოსცადა ბედისწერა, მისი ფრთები აფართხალა, გული შიშით გაებერა. ბუნება უცებ დადუმდა, ქარიც კი აღარ შრიალებს და სიჩუმეში ყვავილთა ნაზი სურნელი ტრიალებს. გველი ხიდან მიწად ჩადის, მისრიალებს კვლავ ის ავად. ძირს მერცხალი წევს დაჭრილი, მზად არს სიკვდილთ სანახავად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი