ახლო შორეული
ძილს მივეცემი, იქნებ გზას მიკვლევს ჩემი სიზმრები, ცას მე მივწვდები, იქნებ შევიგრძნო მისი მიზნები, მთებს გადავლახავ, იქნებ ვიპოვო ია-ვარდები, ზღვებს გადავცურავ, იქნებ ასე მე ახლოს ვიქნები. შორი გზის შიშით ვეღარ ვიძინებ, ვეღარც ვიღვიძებ, სულ მოლოდინში - ბუნების ნიშანს როდის მივიღებ? აქ ხარ თუ არა, ვეღარ გავიგე, სულ დავიბენი, ძლივს ჩამოვჯექი, რად დავიღალე ბევრი ნარბენით, ნუთუ ეს არის? ნუთუ ეს მრჩება, გულსა ნაკბენი? ჩემ თავს ვაბრალო? სინდისის ქენჯით - მე ეს რა ვქენი? თუ დავიწყევლო? შურით და ბოღმით - ბედმა რად მიქნა? ჩემი ბილიკი, ნისლში კარგულად ღმერთმა გადმიქმნა? ვის დავაბრალო, ვისზე ვიყარო ჯავრი, სიბრაზე, დამარცხებულსა, სხვა გზა აღარ მაქვს, ვეცი მიწაზე. ახლოს ვიყავი, თუმცა დავკარგე მთელი გზის ფასი, ძირს დაცემული ვფიქრობ: ნეტავი, მქონდა მე შანსი? ძილს მივეცემი, იქნებ გზას მიკვლევს ჩემი სიზმრები, პასუხსა ვნახავ და უიმედოდ აღარ ვიქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი