არ მახსოვს
არ მახსოვს, ასე მეძინა წუხელ? ძრწოლაა ახლა მწერი კამარა, ალბათ, ვერავის ვეღარ გავუმხელ, თუკი ეჭვებმა დაგვასამარა. ცრემლი მეღვრება ზეცის კიდეში, და თითქოს "გუშინ" ახლა შორია. გხედავ ქუჩების დამწვარ მინებში და მაგონდება სხვა აპორია. საწოლი უფრო ძველი ჭორია, ვიდრე ძილი და ტკბილი ნებისა, თითქოს დრო არის ახლა შმორისა, ძვრების, სიშლეგის, ღებინებისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი