აენთოს ერთხელ, აენთოს ყველგან
აენთოს ერთხელ, აენთოს ყველგან, თავისუფლების სულისკვეთება, ერთხელ ჩაფხუტსაც მოიხსნით ყველა და მიაფურთხებთ იმ ხალხის ნებას, ვინც თქვენ გიკარგავთ თავისუფლებას! ალგეთს ლეკვები უკვე იზარდნენ თქვენ არ გაზრდილხართ, საც დაიბადეთ, იქ დარჩით ყველა, ცხოვრებით ვერასდროს ვერ გაიხარეთ, სულით მდაბიო, ქცეულნი ვაცად, ჩვენ ვერასოდეს ვერ ჩაგთვლით კაცად. სახეს ფარავთ შავ ნიღბებში, (ხალხი დაიბნევაო, ხალხი შეშინდებაო) პასუხად კი ერთხმად იღებთ - “საქართველო დიდ ოჯახში, ევროპაში შევაო”…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი