მწუხრის მოსვლას


მწუხრის მოსვლას ელოდება,
გრძნობა გადამალული,
მწარე არის ეს გოდება
სევდით გადანამული,

ისეთს სიტყვებს დაგიწერ,
არ გექნება ნახული,
შენ მიყვარხარ ძალიან
და კიდევ ჩემი მამული.

ჩემთვის არა გცალია,
ამას მეუბნებოდი,
მე უშენოდ კაცი ვიყავ,
თუმცა მაინც ვკვდებოდი

ახლა შენთან ყოფნა მინდა,
რომ გავცოცხლდე ახლიდან,
ამ უკუღმართ ცხოვრებაში
დრო რა ჩქარა გავიდა…

ვეღარც ცრემლი გავიჩერე,
ლოყებს ჩამოწოლილან,
სიმღერები წავიმღერე
სევდიანი ყოფილა…

მოდი  ერთად  გავფრინდეთ,
ფრთები ერთად შევისხათ
რატომ კარებს არ მიღებ
ვიცი ჩემთან შენც გინდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი