ღმერთს


იქნებ მაშინ დამცინე,
როცა ვთქვი “ხვალე”,
როცა ცხარე ცრემლები 
ვეღარ დამითვალე.

ანდა მაშინ დამცინე
გეგმები რომ ავაწყვე,
მე კი სულაც არ ველოდი
შენგან ასეთ განაჩენს.

რაღა გითხრა ,გამჩენელო,
თვითონ იგრძნობ დანარჩენს,
ამ ღამესაც გადავიტან
აღარ ვიზამ არაფერს…

თორემ მერე ბევრს იტირებს
ყრუ, მუნჯი და ბრმაც,
ქვეყანაზე ზემდეტი ვარ
აღარ უნდა თქმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი