“რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”


ერის მამაო. ახლანდელ ცხოვრებაში ასე უწოდებენ ჩვენში დიდ ილია ჭავჭავაძეს. აი კაცი ხომ იყო მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი და ყოლიფერი კაი ხომ უნდოდა ამ უბედური ქვეყნიზა. ამ  უბედურ ქვეყანს კიდო იმიზა ქვია უბედური რომე ვერ უძლებს პატრიოტებს, იმასავით არი კაი მონადირესავით, კაი მონადირე რომე დეინახავს ნადირს და დაახლის იმ ტყვიას დოუფიქრებლად მასე იციან ჩვენში პატრიოტებზე ტყვიის გასროლა.
   უყურა ახლა ამ კაცმა, ხან სკოლა გახსნა, ხან თერგდალეულებიო, დასაწყისში იყო წერა-კითხვის გამავრცელები საზუგადოებაო, აგი რომ არ ყოფილიყო ახლა დაგიწერდი на русском языке. 
   მერე მიაგნო ამან ოცდაშვიდიანს. ეგი რამე არ გეგონოთ, იმიზა რომე ვინმეა და  ამას ტატოს ვეძახი, არი ამისთანა კლუბი, სადაც ოცდაშვიდწლამდე გარდაცვლილი პოეტებია შესული და კი გვყავს ჩვენშიც ორი-სამი ამფერი ოქრო კაცი, ტატო, გურამი და ლადო. კიდო კაი მიაგნო თვარა გლახა დროს რომ იტყვის კაცი “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთებაო” ნეტა რას იტყოდა ამფერ დროს.
   გამეიარა ამ კაცმა მრავალი ახალი წელი და მიხვდა, მიხვდა რომ მის ქვეყანას და ხალხს არაფერი შველის. მის ხალხს კიბო  აქვს და არ იკურნება. არა წამალი არ შველის, იქნებ კიბოს ეშველოს, თუმცა მის ხალხს არ შველის რამე. რუსის გამო უფრო იყო ასე, თლა დაგვაჩაჩანაკა ამ ორთავიანმა არწივმა, ისთე იცოდენ მაგენმა აი ღალატობია და მაგფერი რამე-რუმეები.
    იფიქრა ამ კაცმა და დაწერა ამფერი რაცხა და დაარქვა მას თუ იკითხა, რიტორიკულ კითხვას რომ უწოდებენ “რა გითხრათ, რით გაგახაროთო?!” 
   ახლა ვფიქრობ მეც და “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!” კვლავ იმ წრეზე მოტრიალე ქართველები ვართ. ისევ კლავენ ჩვენში ნამდვილ პატრიოტებს.
   აგერ 21-ე საუკუნე რომ დეიწყო, ი ჟვანია რომ იყო ხომ იცი, კაცმა თქვა მეო ქართველი ვარო, მაშასადამე ევროპიელიცო და ალბათ ამიზა გააქრესო, ასეა ჩვენში ბევრი მითქმა-მოთქმა იციან ამბების. რას გაიგებ მტყუან-მართალს. 
   ახლაც რომე უყურებ ამ ქვეყანას, დოუჯდები შენ თავს სარკესთან კაცი და იმ რიტორიკულ კითხვას დოუსვამ, აბა ჩემო თავო, ჩემო ხალხო: “რა გითხრათ, რით გაგახაროთო?!”

       ✍🏾:ნიკა მგზავრიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი