დასაფლავება


ცის კამარიდან გადმოვხედავ შავ ბნელ ყორღანებს.
დასაფლავებას ვაკვირდები ჩემსას საბრალოს.
მე დღეს ხომ ცხოვრებას ასე უბრალოდ ვუმზერ,
რადგან ცხოვრება გახდა ერთი დიდი სადაო.
ვხედავ ხალხს, ზოგი ტირის ბევრიც  იცინის,
ვხედავ ადამიანთა თითქოს მშიერ სახეებს
ვხედავ მიზეზებს, ნამდვილად აქვთ ალბათ სიცილის
ვხედავ ნამტირალევი მოხუცების ხნიერ ბაგეებს.

განვლე ცხოვრება, ბედნიერი ხანაც მტირალი.
ნიღაბს ვირგებდი ყოველ დილით... ანდაც საღამოს.
და დავდიოდი ბეწვის ხიდზე ოხეტიალი.
დაე ცრმელებმა ეს გრძნობები მეტად განავრცოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი