გაყინულ ხელებს ვეღარ ათბობს შენი ..


გაყინულ ხელებს ვეღარ ათბობს შენი თითები.
ვეღარც თვალებში დაინახავ
გრძნობებს ბინდიანს.
ამ სიყვარულზეც გიამბობდნენ
ადრე მითები,გვერდსაც აგივლი
დამინახავ ისევ ნიღბიანს.
აგეტირება! გეფიცები აგეტირება
როცა ჩაგივლი უჩვეულოდ 
სავსე სიმდაბლით.
გამეცინება,დამიჯერე გამეცინება
და ეს სიცილი სავსე იქნება 
გარდა სიმართლით.
ვეღარ მოაღწევს სიმხურვალე
ჩემი თვალების.
ვეღარც ხელების სითბოს იგრძნობ შენი ზურგიდან.
ალბათ დავიწყებ შესწორებას
შენი ბრალების.
როცა ამოხვალ საბოლოოდ 
ჩემი გულიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი