ჩამხედე სულში, ოღონდ ..


ჩამხედე სულში, ოღონდ
ფრთხილად არ დაიკარგო.
იქნებ იპოვო სადმე 
ახლოს ნაგავსაყრელი.
ჩემს ბნელ კედლებს კი
შენი თითები აღარ მიაკრო
თორე გამიქრა ოცნებების
კორიანტელი.

ამ შიშველ სულში ვერ
იპოვი რამე ღირებულს.
და თუ იპოვი ეს იქნება
მეტად საშიში.
მე შენ მიყვარდი რადგან
ვგრძნობდი მძიმედ
მკერდში გულს.
,,გითხარი ხელი 
არ გამიშვა შენ კი გამიშვი.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი