თავს ნუ მოიკლავ...
თავს ნუ მოიკლავ, მარტოსული დედა’მიწაზე. ჩამოიხსენი თვალებიდან შავი ფარდები. იქნებ იპოვო გასასვლელი აზრთა მიჯნაზე. ანდაც უყურე, უფრო დაბლა როგორ ვარდები. თავს ნუ მოიკლავ, მიგდებული დედა’მიწაზე მაღლა ახედე დაინახე მკვეთრი ფერები სახეს მოარგებ განწირულთა უხეშ ნიღაბზე დაბერებაზე უფრო სწრაფად ნუ დაბერდები. თავს ნუ მოიკლავ, ნუ გამოკრავ სასხლეტს კანკალით. ნუ მიაყოლებ რეალობას ამ ოცნებებსაც. თავს ნუ მოიკლავ, და დაიწყე თავი აბზაცით რადგან ეს თავი შენ გეკუთვნის და შენ სტროფებსაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი