სიზმარი
ბოლო კარები მე მოვიხურე თავი დავტოვე ამარად ლანდის ვგრძნობ ძველებურად ვეღარ ვისუნთქებ, უიმედობა მთელს ტანში დამდის. ნება მივეცი იმედს წარკვეთის, გავყევი მშვიდად დროის მონაკვეთს, მე შვილი მისი სასოწარკვეთის შავი ისრები ჩემსკენ მომართეს. რეალობას ვგრძნობდი, უფერულდებოდა, თითქოს ჩემში რაღაც ჯერ არ დაცემულა უცებ თვალებს ვახელ, სწორედ მაშინ ვხვდები, რომ “ის სრულდებოდა რაც არდაწყებულა.”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი