ხეები ფილტვებს ივსებენ ჰაერით


ხეები ფილტვებს ივსებენ ჰაერით,
სანამ ორივე ვუმზერდით მზის ჩასვლას,
დამალულ გრძნობებს კი ხატავ წარწერით
და მიადვილებ რთული გზის გავლას.

მძინარეს მაფხიზლებს ნამწვრის სურნელი,
ჟასმინი, ვანილი, ლავანდა, ვარდები,
მაგრამ შენი კი - მათგან უფრჭვნელი,
ისე მათრობს, რომ წიაღში ვვარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი