ქუჩები
ხშირად მოვმხვდარვარ ცარიელ ქუჩაში, უსიცოცხლო და უფერულია, განა ვინმე გრძნობს სიცოცხლეს შავ-თეთრში?! ყოველი წამი, ხომ შეუცნობელია. ხშირად მიგრძვნია დროის დაკარგვა, მე ხომ პრობლემებს სულ გავურბივარ. მეგონა პრობლემა სიცოცხლეს ძარცვავდა, თან მისი გაჩენა კვლავ მალულია. ცაში თუ გაფრინდი, ნიშნავს რომ მკვდარი ხარ... ჩქარა არ მოკვდე, ნიადაგს არ გასცდე, საკმაოდ ადრეა იყო მსუბუქი, ბუმბულივით... პრობლემა არის, რომ მალე არ გაფრინდე. ცარიელ ქუჩაში ხშირად მოვმხვდარვარ, ეს ხომ სივრცეს ჰგავს, მიწისქვეშეთის, არავინ არსად ჩანს და დაიკარგნენ დაკარგეს დროც, აი, ამ ბნელეთის. ჩემი დრო შენ გეთმობოდა... და ყველა მას ,ვინც ახშობდა სივრცეს. ცარიელ სივრცეს, რაც შავ-თეთრ კადრს ჰგავდა, თან მიიწრაფვოდა ღრმა სიბნელისკენ. მე ხომ პრობლემებს ხშირად გავურბივარ, მეგონა პრობლემა სიცოცხლეს ერჩის, მაგრამ სიცოცხლე შავ-თეთრი კადრია, და მას პრობლემა სინათლივით ერთვის. ხშირად მოვმხვდარვარ ცარიელ ქუჩაში, უსიცოცხლო და უფერულია, ფერად ელფერს ხომ დიდხანს ვეძებდი, მინდოდა მასში პრობლემა მენახა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი