შენზე ფიქრში


ცივ კანსა და ფერმკრთალ სახეს
ვერასდროს ვერ ეხებიან,
მე ხომ შიგნით ვკვდები უკვე
და ფიქრებიც მედებიან.
შენს გამოც კი სულ მე ვცეკვავ,
ცეკვით ვაღწევ თავს მე წიაღს,
ვიტან ყოველ გაუსაძლისს
და გველებიც მეხვევიან.
ყოველ ჯერზე წინ მივიწევთ 
მე და მთვარე, ღრმა ფიქრებით,
შენზე ვამბობ - „ვერ ვივიწყებ,"
რომ ჩვენ ერთად სულ ვიქნებით.
შენზე ფიქრებს დავატარებ,
შორს თუ ახლოს თან მიგყავარ,
უცხო ხალხთან, უცხო გზაზე,
ყველგან ვამბობ, რომ მიყვარხარ.
შენს სიყვარულს ვერვინ შეცვლის,
ვერც ეს ცეკვა, ვერც სიცილი,
გველის კბენა არ მატკივებს
ისე,როგორც შენზე ფიქრი.
ცივ კანსა და ფერმკრთალ სახეს
ვერასდროს ვერ ეხებიან,
ვერც სიტყვები ვერ მატკენენ,
გულში ღრმად რომ მესობიან.
შენგან შორს თუ შენგან ახლოს,
შენზე ფიქრით, შენზე დარდით,
მე ალკოჰოლს მივეჯაჭვე,
დამავიწყდა ჩემი თავიც.
შენს გამოც კი სულ მე ვცეკვავ,
გველები თან მეხვევიან,
სხეულს კბენენ, მკვდარ სულს ვერა,
ცეკვით ვაღწევ თავს მე წიაღს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი