აღდგომის ღამეს


ვდგავარ და ვუსმენ, როგორ წვიმს გარეთ,
აღდგომის ღამეს სევდა რომ მიპყრობს,
ჩემში ნისლია და ქარიშხალი,
ღამით ფანჯრებთან ცივად რომ გიხმობს.

ახლა შევერწყე წვეთების ხმაურს,
წვიმა თან მოდის, სევდა დამყვება,
გონება როცა სხეულს ღრმად ებრძვის,
სიცოცხლის ალი არასდროს გაქრება.

საფლავში ალბათ ის ვარდი ჩამყვება,
რაც მომიტანა ვარსკლავის სხივმა,
შენ ჩემი წარსულის ტკივილი იქნები,
ხალხში ვიგრძენი სრულიად ცივმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი