სევდის ფერია


ჩემი წარსული,სევდის ფერია,
სარკმელთან მყოფი ჩრდილი ჩემია,
ღამის გრილ ცვარს კი
ახლაც ვუამბობ,
შენამდე მანძილი როგორი გრძელია.
უკიდეგანო სიმშვიდის ტალღა,
ჩემს წინ მდგომ ნათელ, მშობლიურ მთებშია,
დილის ბურუსის ციმციმის ძალა,
ტკბილ-მწარე სურნელით ბევრის მთქმელია.
ჩემი წარსული სევდის ფერია,
ათინათებად შენთქმული სხივებით,
შენში ნაპოვნი ღმერთი მეწვია
სიზმართან საუბრით... დილის კითხვებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი