მწამდა
დღეს ის ფიქრები აღწევენ ჩემში, რაც ღამით მარტოს ბოლომდე მჭამდა, მთვარე ხელს მკიდებს გულმოკლულ მკერდში, მარტოსულობა ფესვებით მწამდა. ხანდახან მინდა გავსცილდე მიწას და გავიწიო მღელვარე ცისკენ, სანამ დავკარგავ ჩემში იმ წმინდას, რაც მაახლოებს დღის სინათლისკენ. მელანქოლია გადმოჰყვა ზამთარს, მონატრება კი მიკარგავს ფერებს, ხელს ვეღარ ვკიდებ ვეღარცერთ ფანქარს, სამყაროს ვეღარ ვსძენ არნახულ ელფერს. ლექსებს ვეღარ ვწერ, ზაფხული მტანჯავს, ხის ფოთლებმა მსურს დაიწყონ ცვენა... როგორც ჩემმა ხმამ, უამბო ვარსკვლავს, რომ ეშინია დაკარგოს რწმენა. ცხელი ჩაი კი ესწრება წერას, ჩემი ფიქრები იძენენ შავ-თეთრს, დაკარგულ იმედს, ვუგზავნი რწმენას, რომ შეისხამენ გასაფრენად ფრთებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი