შენში ელვარებს
შენში ელვარებს წარსულის ბზარი, ზამთარში - სუსხი, ზაფხულში - სითბო, ღამის ცამ ღრუბლების გახდა დაიწყო, თოვლს დააბარა დაგვადნეს სიტკბო. შენში ელვარებს წარსულის ბზარი, ვცდილობ გავწმინდო შენი მინები, თეთრი გზა გვაშორებს ჩვენ ერთმანეთს, როცა შენ მე წყალივით მჭირდები. “არ მოიღრუბლო”- მირჩია სარკემ და ძირს დაეცა წვიმის წვეთები, ჩემი თვალები მდელოს ემსგავსა, შენთან მოსასვლელ ბრძოლას ვნებდები. ნ.ლ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი