ოცნებებს


•
ოცნებებს ჩუმად ინახავს თოვლი,
ცად იქცა წყალი, თოვლს მოჰყვა წვიმა,
სარკმლიდან ვიჭერ ქალაქის ფიქრებს
და ამიტაცა უსახო შიშმა.
ხის ტოტებს ესმით გულის ხმის სევდა,
ჩემს ლექსებს ვუკითხავ მიწას და მთვარეს,
მტრედები ცამდე ჩემს გამო გდევდა,
მე შენთან მინდა უსაზღვრო ღამე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი