ყოველ ღამე


ჩვენ ყოველ ღამე ვკარგავთ ერთმანეთს,
როგორც ნავები სანაპიროსთან,
რომ დატოვებენ მშვიდ ტალღებს ისევ,
როცა ვხედავდი მხატვრის ტილოდან.

ჩვენ ყოველ ღამე ვკარგავთ ერთმანეთს,
ქარი გიგზავნის იმ დამჭკნარ ყვავილს,
რაც არ მაჩუქე და რაც მიწოდე,
რომ მაგონებდა სევდიან ჩხავილს.

მე ყოველ ღამე ვარსკვლავებს ვეძებ
და მათში ვხედავ ადამიანებს,
სიმშვიდე ტალღებს ცრემლებად აქცევს,
ბოლოს ღაწვებთან რწყავს…ამთლიანებს.
ნ.ლ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი