ქარი მეძახის
ჩემი ფანჯრიდან ქარი მეძახის, ისე აცივდა, როგორც არასდროს, უკვე ვეღარც ვგრძნობ სითბოს შეხახილს, გარეთ სიცივე უღმრთოდ ბინადრობს. ჩემს ხეს ფოთლები ისევ გასცვივდა, მინდორში თოვლმა დაიდო ბინა, სამოთხის კართან ძლიერ გაწვიმდა და დამიმსხვრია ფერმკთალი მინა. ვერ გეტყვი სიტყვა როგორ გაჭირდა, ვერ იგრძნობ ქარის ჩემდამი სათქმელს, “ამ ხალხს სიცივე რატომ დასჭირდა?!”- ვეკითხებოდი წვიმაში გამვლელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი