მოსაღამოვდა


მოსაღამოვდა,
გარემოს ნელ-ნელა სილურჯე ფარავს,
ვარსკვლავებს უცდის ასფალტის ქუჩა.
ცა მზის სინათლეს 
და ხალხის კვალს ძარცვავს,
თითქოს ჩემი ტკივილიც გაყუჩდა.
მოსაღამოვდა,
ძილი წაგიღებს და ჩაგიხუტებს,
განახებს იმას, რაც ვერ გითხარი,
რომ გაიღვიძებ, მინდა გამოჩნდე
უნიღბო, მშვიდი, და მაინც თვითკმარი.
პოეზიაღამესიმშვიდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი