ვერ გაანდო
დღეს ვერ გაანდო თავის სათქმელი ყვავილმა მიწას… და უცბად დაჭკნა. ჩემი თვალები, უსიტყვოდ მთქმელი, რომ იწერ პირჯვარს აღაფრთოვანა. ყოველ თებერვალს გარემო უძლებს ბოლო ყინვას, რაც კარგად ვიცით, როგორც ზაფხულში ფიქრების კვალით, ვერსად ვჩერდებით და ჩუმად ვიწვით. დღეს ვერ გაგანდე ჩემი სათქმელი, მაგრამ იცოდი რა უნდა მეთქვა. ჩემი თვალები - ბევრის გამთქმელი შენი სუნთქვა - და გულის ფეთქვა..!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი