კარები, როცა…
*** კარები, როცა კვლავ გაიღება და შემოაღწევს სამყაროს სუსხი, ფეხს ნუ აირევ, ნუ შეეჩვევი, არ გასცე მას შენი პასუხი. კარები სცადე და არ გააღო, თუ შეგაშინა სიცივის ზარმა, მარტომ უსმინე კარების სიტყვებს, თუ რა გაანდო მას შენზე ქარმა. კარები ჩარაზე, ნუღარ გააღებ, ნუ გაატან უცხოს შენს წიგნებს, რომელიც არც კარს, არც ქარს მოუსმენს, ის ვერც შენ ვერ გაგიგებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი