მე სიტყვებს ვეძებ


•
მე სიტყვებს ვეძებ,
იმ სიტყვებს, რომლებმაც
გაგანდო ჩემი გულის ნაღვარი.
გზები გაივსო 
ხმლებით, ეკლებით,
და ჩვენ დაგვტოვა მზის ქვეშ გამდნარი.

სიტყვებმა მნახეს,
აი იქ, სადაც
გავუზიარე ბოლო ფიქრები.
რთულია, გაუძლო
ამ დღეთა რისხვას,
მაგრამ ხვდები, თუ როგორ იცვლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი